როცაარქეოლოგიური, თუ სხვა სახის სამუშაოების შედეგად პოულობენ გიგანტურ ჩონჩხებს ჩნდება კითხვა, მართლა არსებობდნენ თუ არა გიგანტები? და თუ არსებობდნენ, ისინი ადამიანთა მოდგმას განეკუთვნებოდნენ? მათ სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ აწ უკვე გამქრალი ცივილიზაციები (მაიას ტომები, შუმერები).
ბიბლია მათ ნეფილიმებად მოიხსენიებს, რაც ძველებრაულად ნიშნავს ნგრევას, რბევას, გარყვნას. ისინი მიიჩნევიან ,,ღვთის შვილებისა '' და ,,ადამიანის ასულების" შეუღლების ნაყოფად. ,,ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ კონტაქტში ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან" (დაბადება 6/1-4).
ყურანში კი გიგანტები ისპალინებადაა მოხსენიებულნი.
წარღვნის შესახებ ეპიზოდში ნათქვამია, რომ ისპალინელებს მასხრად აუგდიათ ნოე, როცა ის კიდობანს აგებდა ,,ჩვენ წარღვნა ვერას დაგვაკლებს, ჩვენ მაღლები ვართ და ძლიერები, ჩვენი ტერფით მდინარის კალაპოტის ჩაკეტვაც კი შეგვიძლიაო'', მაგრამ როცა წარღვნა მოხდა ყველა გოლიათი შეუწირავს. მხოლოდ ერთი გადარჩენილა. მასზეც მოგვითხრობს ,, ბიბლია". ნოემ წარღვნისაგან გადაარჩინა გოლიათი სახელად ,,ოგი". მას ადგილიც მისცა კიდობანში და დაავალა იქ მყოფთათვის საჭმლის მიწოდება. გადაჩენილ გოლიათს წარღვნის შემდგომ კვლავ დაუწყია კონტაქტი ადამიანის ასულებთან,რის შემდეგაც მისი მოდგმა კვლავ გაგრძელებულა, მართალია ისეთივე გიგანტური შთამომავლები არ წამოსულან, მაგრამ ადამიანებზე შედარებით აღმატებულნი. ისინი შემდგომ პალესტინის მიდამოებში დასახლებულან.
ბიბლიაში შემდეგი ცნობა უკვე იმ ეპიზოდში გვხვდება, როცა ეგვიპტიდან წამოსული ებრაელები პალესტინის საზღვრებს მოადგნენ, მაშინ მოსემ გააგზავნა მზვერავნი, რომელთაც მოუტანეს ცნობა და ადგილობრივ მკვიდრთა სიდიდე ასეთი შედარებით აღწერეს: ,,და ჩვენ გამოვჩნდით ჩვენს თვალში კალიებივით ად ასეთნაირად ვჩანდით მათ თვალშიც".(რიცხ.13/34(33)). გავიხსენოთ ეპიზოდი, სადაც დავითი ამარცხებს ფილისტიმელთა გოლიათს. გიგანტი, სახელად გოლიაფი სიმაღლით 3 მეტრს აღწევს. წმინდა დავითი, უფლის განგებით, მხოლოდ შურდულით ამარცხებს მას. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სწორედ, ეს შურდულია გამოსახული ბაგრატიონთა საგვარეულო გერბზე.
ისპალინების კვალი ქართულ ხალხურ თქმულებებსა და ზღაპრებშიც გვხვდება. ამ მხრივ საინტერესოა ამბრის პერსონაჟი, რომელიც წარმოუდგენელი ძალის პატრონია და ზომითაც დიდია. მას უკავშირებენ მიწათმოქმედების კულტს. ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დასამარხად მიჰყავს 12 უღელ ხარს-კამეჩს. გზას გუთანივით ხნავს ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი ..ამბრის არსებობას ადასტურებს ამირანის ზღაპარიც.. ამირანიც დიდი ფიზიკური ძალითაა გამორჩეული.საცრისოდენა თვალებით. მის საგმირო საქმეებში შედის ბრძოლა დევებთან, გველეშაპებთან და ღმერთებთან. მას აღელვებს ამბრი რომ მასზე ძლიერია.
გმირი სულხან -საბას მიხედვით მიშნავს ბუმბერაზ ადამიანს, რომელიც არაადამიანური ძალით გამოირჩევა.დევის მნიშვნელობაც სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟებს ესიტყვება.ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებითა და მრავალი თავით. ისინი მიწისქვეშეთში ცხოვრობენ და სასახლეებსა და სიმდიდრეებს ფლობენ. ისინი მესაქონლეობასა და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევები მჩაგვრელისა და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინებიან. მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები.
დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან. ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ
თავისი კაციჭამია შვილებისაგან.
დევები ქართულ ხალხური ზღაპრების პოპულარული პერსონაჟები და ადამიანის მსგავსი ფანტასტიკური არსებები არიან. ტანად დიდი და ღონიერი, ზოგჯერ მრავალთავიანი. განასახიერებს უმთავრესად ბოროტ ძალას. ბევრი ზღაპრის გმირი გონებაჩლუნგ დევს ძლევს და კლავს.
ინდურ მითოლოგიაში დევი საპირისპირო სქესს განასახიერებს. იგია ინდუიზმის უძველესი ნაყოფიერების ქალღმერთი.
ძველად სპარსეთში დევ-კერპთა თაყვანისცემა ყოფილა გავრცელებული. დევიც (დევ) და კერპი (კარპ) წარმოშობით ირანულია. პირველი ნიშნავს დემონს, ბოროტ სულს, მეორე- სხეულს, ფორმას. ხოლო ძველ ქართულ ტექსტებში - წარმართთა ცრუ ღმერთს (აქედანაა კერპთაყვანისმცემლობა). სპარსეთის მეფემ დარიოს I -მა (ძვ.წ. აღ.522-486წწ) რელიგიური რეფორმა გაატარა ქვეყანაში და აკრძალა დევ-კერპთა თაყვანისცემა, დევები ბოროტ ძალად გამოაცხადა და ასეთად დამკვიდრდნენე ისინი შემდგომ საუკუნეებში, ასეთად შემოვიდნენ ისინი ქართულ მითოლოგიაში.
თუ თქმულებეში ასახულ ინფორმაციაში ღმერთები ასწავლიან ხვნას, თესვას, ლითონის დამუშავებას, ცეცხლის გამოყენებას, მშენებლობას წარღვნის შემდგომ პერიოდში გამრავლებულ ისპალინებში აშკარად შეინიშნება მათი ფიზიკური და გონებრივი დეგრადაცია. ან კი უკვე განვითარებულმა ადამიანმა აიძულა უკვე გადაშენების პირას მისული სახეობა, გარინდებულიყო მთებში, ტყეებში მიუვალ ადგილებში.
ჩვენი აზრით, ხარაგაულის მთიანეთში აღმოჩენილი ძვლები აშკარად იმ არსებათა ძვლებია, რომლებსაც ზღაპრებში დევებს, გოლიათებს, ისპალინებს, ციკლოპებს, ტიტანებს უწოდებენ.
გოლიათზე მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილიც. გოლიათ ჯაფირს უცხოვრია ატენის ხეობაში, სოფელ წერეთში და იქვე ყოფილა კიდეც დაკრძალული. მისი საფლავის სიგრძე 5 ადლია, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის მეტისმეტად დიდია. ჯაფირი გოლიათია, რომელიც ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, მის ერთ წინდაში 25 კგ. მარცვალი ეტეოდა და სადილად ერთ ცხვარს ათავებდა.ცოლიც თავისი შესაფერი სიდიდისა ჰყოლია.ის ადამიანებტან ერთად ცხოვრობდა და ეკლესიის მშენებლობაშიც მიუღია მონაწილეობა, რაზეც მოგვითხრობს ფილმი http://www.youtube.com/watch?v=l_5klsb9YRU
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეკლესიას მართლაც ეტყობა გოლიათის ხელი მიწიდან დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე ქვების წყობაში არის უზარმაზარი ლოდებიც ჩატანებული.
საქართველოს ტერიტორიაზე არაერთგან ვხვდებით მეგალითურ ნაგებობებს,რომლებიც გვაოცებს მშენებლობის ტექნოლოგიით
,,გოხნარის ლოდოვანი"
სვანეთში გოლიათთა მოდგმას ბუშებს ეძახდნენ თურმე. ბუშები ადამიანების გვერდით ცხოვრობდნენდა წარჩინებულ კასტას მიეკუთვნებოდნენ. ბუშებს ადამიანთა მფარველობაც აუღიათ თავზე. შემდეგ კი მათთან კონფლიქტიც მოსვლიათ და ხალხს ისინი ამოუხოციათ კიდეც. სიდიდითა და ძალით გამორჩეული ბუშები ფიზიკური მონაცემების გარდა მშენებლობის გასაოცარ ტექნიკასაც ფლობდნენ. მეგალითის ხანის ნაგებობები ცნობილია თითქმის ყველა კონტინენტზე მაგ: სტოუჰენჯი
aranairo OGI ar weria bibliashi
ReplyDelete