წინაპართა ნაკვალევზე

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა წარმოადგენს უძვირფასეს ნივთიერ მასალას ამ კუთხის ისტორიის სიძველის ნათლსაყოფად.
 ჩვენს კვლევასთან დაკავშირებით საინტერესოა არქეოლოგიური მასალა, რომელიც ლეღვნის განძის სახელითაა ცნობილი.

,,ლეღვნის განძი''
  იგი განეკუთვნება  ქრ.შ.მდე IIათასწლეულის   II ნახევარს. ეს პერიოდი კი ემთხვევა გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანას. არქეოლოგიური მასალა მოპოვებული იქნა სოფელ ლეღვანში, ეგრეთ წოდებულ ,,ვეფხვაძეების გორაზე". აღნიშნული ტოპონიმი კი ეხმიანება იმ ეპოქას, როცა ჩვენი წინაპრები გორებზე ცხოვრობდნენ და ერთი გორიდან ერთი ხალხი მომდინარეობდა. რამდენიმე გორის გაერთიანებით კი იქმნებოდა ,,მიწა", ,,სოფელი", იგივე ,,ქვეყანა''- სადაც ერთი გვარ-ტომის ხალხი მოსახლეობდა. ასეთი
 მიწების გაერთიანებით კი იქმნებოდა     სახელმწიფო.  (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.VIII თბ. 1975წ.)ბერძენიშვილის გორების თეორია შესანიშნავადაა წარმოჩენილი ,,სახვლარის " მაგალითით. ,,სახვლარი''სოფელ ლეღვნის ჩრდილოეთითაა, საინტერესოა აქაური ტოპონიმიკა ,,ნასოფლარი'',ჭიშკარა'', ,,ნაქალაქარი'', ,,ქვაკიბია'', ,,ქვასაყდრია'', ,,ქვაზვინების ქედი'', ,,ლომი მთა'',მთა ,,სამეცხვარიო'' .(ამ ტერიტორიებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბლოგის წინა ჩანართში ,,ნაქალაქარი). ეს ის ადგილებია,სადაც გიგანტების არსებობას განიხილავენ.ვახუშტის მიერ შედგენილ რუკაზე აღნიშნულ ადგილებში დაფიქსირებულია ,,ნაქალაქარი", რომელიც ,,ქვაზვინების'' ფერდობზე მდებარეობს. აქ შეიძლება თვალი გავადევნოთ თუ როგორ მოიწევდა მოსახლეობა მთიდან ბარისკენ, თავდაპირველი საცხოვრისიდან-უკეთესისკენ, ნაქალაქარიდან-ჭისკარასაკენ, ჭიშკარადან- სახვლარისაკენ და ნასოფლარისკენ, აქედან კი ლეღვნისსაკენ, სადაცაა ,,ვეფხვაძეების გორა".
,,ვეფხვაძეების გორაზე'' ძველია ,,პატარა ხარაგაულის''' გორაზე აღმოჩენილი კოლხური ცული. ამ ცულების პირველი ტიპი უორნამენტოა, რომელიც ძვ. წ. აღ.-ით XIV-XI საუკუნეებში მზადდებოდა. ასეთივე ცული ნაპოვნია სოფელ ვახანშიც. გორული ტიპის დასახლებები საქართველოში ათასობით წელს ითვლის, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ,,ვეფხვაძეების გორაზე'' აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის სამარხებიც. ასეთივე სამარხებია აღმოჩენილი ,, პატარა ხარაგაულის'' გორაზე. აწ უკვე გარდაცვლილი პედაგოგის, შოთა მესხის გადმოცემით ,,პატარა ხარაგაული'' იყო კიდეც ძველი ხარაგაული. მოსახლეობა პირველად აქ დასახლებულა, შემდგომ კი ქვემოთ დაძრულა და დღევანდელი ხარაგაულის ტერიტორიაზე განსახლებულა.
ხარაგაულის ტერიტორიაზე არის ზედა პალეოლითური ნამოსახლარი ,,დევის ხვრელი''.
,,დევის ხვრელი''
               

იგი არქეოლოგმა გიორგი ნიოირაძემ              საფუძვლიანად შეისწავლა. იგია ძველი ქვის ხანის პირველი ძეგლი საქართველოში. მისი მიდამოები კი გეოლოგიურად კარგად იქნა შესწავლილი სამთო ინჟინრის ა. სოროკინისა და გეოლოგ სიმონოვიჩის მიერ, აგრეთვე ინჟინერ-გეოლოგ პ. გამყრელიძის მიერ.
გამოქვაბული მშრალია და სინესტის კვალი არ შეიმჩნევა, არც სტალაქტიტები და სტალაგნიტებია, მაგრამ კლდეები ნაწილობრივ დაფარულია სტალაქტიტური კანით და ზოლებით, ამიტომაც ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ ეს გამოქვაბული დევმა თავისი მაგარი ბრჭყალებით გააკეთა და თავის საცხოვრისადაც გადააქცია.
სახელი ,,დევის ხვრელი'' ამ ადგილს უხსოვარი დროიდან რქმევია. სავარაუდოა, რომ სახელი იმ დროინდელია, როცა დევები დამკვიდრდნენ ქართულ მითოლოგიაში.
ხარაგაულის ტერიტორიაზე რომ ადამიანი უძველესი დროიდან ცხოვრობდა, სავაჭრო გზების სიძველეც ადასტურებს. გ. ნიორაძის აზრით, ვაჭრობა ,,დევის ხვრელის'' ადამიანისთვისაც იყო დამახასიათებელი.
ხარაგაულზე გამავალი სავაჭრო- საქარავნო გზა ერთ-ერთი უმოკლესი მანძილი იყო ევროპასა და აზიას შორის და ,,დიდი აბრეშუმის'' სავაჭრო გზების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ცნობებს, ამის შესახებ, ჯერ კიდევ ძვ. წ.აღ. IV-II სს. ავტორები- პატროკლე, ერასტოფენი, მარკუს ტერენციუს ვარონი გვაწვდიან. მათი ცნობით, ზემო იმერეთს კვეთდა მსოფლიოს მნიშვნელობის დიდი სავაჭრო გზა მიმართული ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. ინდური საქონელი მდ. ამუდარიით ჩამოჰქონდათ. ეს მდინარე კასპიის ზღვას ერთვოდა. კასპიის ზღვის გავლის შემდეგ ტვირთს უკვე ხმელეთით- სურამის უღელტეხილის გავლით  ეზიდებოდნენ დასავლეთ საქართველოში ქ. ფაზისამდე. აქედან კი შავი ზღვის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ. ლიხზე გამავალ სავაჭრო გზას აგვიწერს ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი(ძვ. წ. აღ.64- ახ. წ.აღ. 24 წწ.), რომელიც ასახელებს ქართლში შემავალ ოთხ სავაჭრო გზას, რომელთაგან ერთ-ერთი მდ. ფასისის, შორაპნის ციხისა და ლიხის ქედის გავლით მცხეთისკენ მიემართებოდა (თ.ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბ.1957წ. გვ.128-129.)უნდა ავღნიშნოთ, რომ გარდა მთავარი გზებისა, არსებობდა შიდა გზებიც, რომლებიც რომლებიც უცხოურ წყაროებში და უცხოურ რუკებზე არაა დაფიქსირებული. ასეთია მთა ,,სამეცხვარიოს'' მახლობლად არსებული ,,რკინის ჯვარის" უღელტეხილისკენ მიმავალი გზები. ამ უღელტეხილს. ,,რკინისჯვარი'', იმიტომ ეწოდა, რომ აქ I საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა გადაიარა და აქ აღმართა რკინის ჯვარი.

No comments:

Post a Comment